ალა მამარიანი
უღმერთოთა კავშირი და ანტირელიგიური პროპაგანდა საბჭოთა კავშირში
– ხომ არ არსებობს აღდგომა?
– დიახ, მასწავლებელო
– დიახ კი არა, არა–თქო!
– აბა, შემოარბენინეთ ასი წრე! – ბრძანა დირექტორმა და ბალღები კიჟინით გაეკიდნენ
ლუკას. ორმოცდამეთხუთმეტე წრეზე მთელი ეზო თვალებში დაუტრიალდა ლუკას და
გონი აერია, მუხლები მოეკვეთა და წაიქცა. დირექტორმა წამოაყენა და ჩაეკითხა:
– აბა, აღდგა ქრისტე?
– ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ, მასწავლებელო
ეს სიტყვები, ალბათ ყველაზე კარგად ეხმიანება იმ თემას, რომელზეც მოგითხრობთ და რამდენიმე სიტყვით გვანახებს საბჭოთა ადამიანის გმინვას სისტემის მიმართ, ან თუნდაც ინდივიდისა და რეჟიმის მორჩილი კოლექტივის ბრძოლას. ლუკა ინდივიდია საკუთარი შინაგანი თავისუფლებითა და რწმენით, დირექტორი საბჭოთა რეჟიმის პირნათელი სახეა, ხოლო მოსწავლე-პიონერები ის ადამიანები არიან, რომლებსაც სისტემის შიში აქვთ და არ გააჩნიათ პროტესტის გრძნობა, „პავლიკ მოროზოვობა" კი გადარჩენის ერთადერთ გზად ევლინებათ, შესაძლოა სოფლელ ბიჭუნა ლუკას თანაუგრძნობენ, მაგრამ სისტემის შიში არ აძლევთ თანადგომის საშუალებას, კომუნისტური რეჟიმის პირობებში გაზრდილნი შემოქმედისადმი სიყვარულით განმსჭვალულ ლუკას ჯვარზე გააკრავენ....
დღეს ვისთვის აუგად სახსენებელი და ვისთვის საქებარი საბჭოთა კავშირი, ერთი შეხედვით წარსულია, მაგრამ კვლავაც იკავებს ადგილს ცნობიერებაში, დღემდე გვიყვებიან, დღემდე გასწავლიან თუ როგორ ზემოქმდებდა სისტემა ადამიანებზე, ანტირელიგიური პროპაგანდა ერთ-ერთ თემათაგანია, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გვახსენებს საბჭოთა კავშირის არსებობას.

საბჭოთა ხელისუფლებისთვის მიუღებელი იყო ადამიანი, რომელიც იქნებოდა რელიგიური და ივლიდა ეკლესიში, რადგან რეჟიმის რწმენით საბჭოთა ადამიანი უნდა ყოფილიყო უღმერთო, ათეისტი და მისთვის პარტია უნდა ყოფილიყო ღმერთიც და სალოცავიც, სწორედ ამიტომ განსაკუთრებულად დაუნდობელი ბრძოლა გამოეცხადა რელიგიას და ფართოდ დამკვიდრდა ანტირელიგიური კამპანია საბჭოთა კავშირის დაქვემდებარებულ ქვეყნებში.

რა თქმა უნდა ამხელა კამპანიას, რომელსაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა თავისი წინაპირობა ჰქონდა... და მაინც რატომ ებრძოდნენ ბოლშევიკები რელიგიას? პასუხი ძალიან მარტივი და ლოგიკურია, ისინი რელიგიაში ხედავდნენ თავიანთ კონკურენტს, ბოლშევიკები თავიანთი იდეოლოგიით ანაცვლებდნენ მას, გავლენას ახდენდნენ ყველა იმ სფეროზე, რომელშიც რელიგია ადამიანის მსოფლმხედველობას აყალიბებდა.
სულიერების თვალსაზრისით ისინი ჰპირდებოდნენ ადამიანებს იმის ასრულებას სააქაო ცხოვრებაში, რასაც რელიგია, ადამიანებს სწორად ცხოვრების შემთხვევაში, ჰპირდებოდა სიკვდილის შემდეგ სწორედ ამიტომ უამრავი ადამიანის თავზე გადაიარა ამქვეყნიურმა ილუზიურმა სამოთხემ და მღაფავმა ჯოჯოხეთმა. სწორედ ეს იყო ბოლშევიკური იდეოლოგია-ყველაფერი აქვე, ამყვეყნიურად.


რელიგია მოინათლა ოპიუმად, მღვდლები მოინათლნენ შავ ყორნებად, ტაძრები გახრწნილების ბუდედ, ხოლო სიწმინდეები იმ ნაგვად, რომელიც აუცილებლად უნდა გატანილიყო. ამიტომაც გადაწყდა, რომ უნდა შექმნილიყო ორგანიზაცია, რომელსაც დაევალებოდა კონტროლი ანტირელიგიურ კამპანიაზე. ამიტომაც 1925 წელს საბჭოთა კავშირში შეიქმნა „მებრძოლ უღმერთოთა კავშირი", რომელიც ერთგვარი მექანიზმი იყო ყველა რელიგიურ კონფესიასთან საბრძოლველად. 1928 წელს აღნიშნული კავშირი არსდება საქართველოშიც, მიზანი კი ამ შემთხვევაშიც უცვლელი იყო... ორგანიზაცია ქმნიდა მცირე კავშირებს საქარველოს სხვადასხვა რეგიონში და მასში გაწევრიანებულ მოქალაქეთა რაოდენობა დღითიდღე მატულობდა. საქართველოში ასვე იქმნებოდა ათეისტური სკოლა-უნივერსიტეტები, არსებობდა ანტირელიგიური მუზეუმი და 1934 წლიდან გამოიცემოდა გაზეთი სახელწოდებით „მებრძოლი ათეისტი", გარდა ამისა შექმნილი იყო „ნორჩ უღმერთოთა კავშირი", რომელიც აერთიანებდა ბავშვებს და მიზნად ისახავდა ახალი თაობის ღმერთის გარეშე გაზრდას, მათ „პავლიკ მოროზოვებად" ჩამოყალიბებას, რომელიც ბავშვებს აჩვევდა მშობლების დასმენას რელიგიურობის შემთხვევაში, ამ მიზეზით ალბათ არც მეგობრის დამსმენი და დირექტორის ბრძანების შემსრულებელი ნორჩი პიონერების საქციელიც არ უნდა გვიკვირდეს „ლუკას სახარებიდან", რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლამ ხომ საზოგადოების ყველა ფენა მოიცვა, ყველა ასაკი, ბავშვი და ღრმა მოხუცები. მათ დაიწყეს ბრძოლა ზღაპრების წინააღმდეგაც კი, და მათი აბსურდულობა იქამდე მივიდა, რომ ზრაპრებს დასაწყისიც კი შეუცვალეს, ვეღარსად ნახავდით: „იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა" და ის საბჭოთა პროლეტარული ფრაზებით შეიცვალა...

მართალია საბჭოთა კავშირის პირველი სამიზნე კათოლიციზმი და მართლმადიდდებლობა იყო, მაგრამ ოდნავ მოგვიანებით დაიწყო ანტიმუსლიმური და ანტიებრაული კამპანიები, გადაწვდნენ სინაგოგებსაც და მეჩეთებსაც, დაიწყეს მათი ნგრევა და ანალოგიური მოპყრობა, რაც ქრისტიანობის შემთხევაშიც ვიხილეთ. მუჰამედი და ქრისტე პირველ ბურჟუებადაც კი შერაცხეს, დიახ, ასეთი იყო საბჭოთა „რკინის" ლოგიკა, ის, რასაც დღეს ვისმენთ და ვკითხულობთ, ზოგჯერ კი გაზვიადებულადაც გვეჩვენება, ერთ დროს, ისტორიის სწორედ ეს ფურცლები სისხლით იწერებოდა... ამ ბრძოლის ყველაზე სასტიკი ნაწილი იწყება 1922-1923 წლებში, როდესაც ხურავდნენ ეკლესიებს და მიმდინარეობდა სასულიერო პირების მასობრივი რეპრესიები, აგრეთვე, იმ მორწმუნეების დევნა, რომლებიც რელიგიური აქტიურობით გამოირჩეოდნენ.




მითია თითქოს საბჭოთა ტეტრორს მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანობა განიცდიდა. იგი ვრცელდებოდა არა რომელიმე კონკრეტულ რელიგიაზე, არამედ აბსოლუტურად ყველა იმ პერიოდის რელიგიაზე თუ რწმენაზე, რომელიც ადამიანის მსოფლმხედველობაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდა. ხშირად ვსაუბრობთ მართმადიდებელი ეკლესიის მატერიალურ ზარალზე, ვასახელებთ იმ მართლაც საოცარ და საზარელ ციფრებს ეკლესიების დანგრევასა თუ დახურვასთან დაავშირებით, საყურადღებოა, რომ 1923 წელს, 1 წელიწადში, 1212 ეკლესია დაიხურა, ეს იყო უდიდესი რიცხვი, ხოლო ისინი, რომლებიც ანტირელიგიურობას ებრძოდნენ მათთვის მიიღებოდა სასჯელის უმაღლესი ზომა-დახვრეტა, მაგრამ საერთო პროცენტულობით, ბევრად მეტი კათოლიკური ეკლესია დაინგრა, მაგალითად, 1917 წლამდე არსებობდა 79 000 კათოლიკური ეკლესია, მაგრამ შემორჩა მხოლოდ 7000, ანუ ათჯერ მეტად შემცირდა მათი რაოდენობა. კიდევ უფრო საზარელია სტატისტიკა მეჩეთებთან დაკავშირებით, 25 000 მეჩეთიდან მხოლოდ 500 გადარჩა და ა.შ. ეს ციფრები წარმოუდგენლად დიდია და გვანახებს იმ რეალობას, ტერორს, რომელიც რელიგიური ჯგუფების მიმართ მიმდინარეობდა.



მთელ საბჭოთა კავშირში ანტირელიგიური პროგრამა ერთნაირი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ პრინციპი იგივე რჩებოდა, რომ ყველა რელიგია უარყოფილი იქნა და ეს ეკლესია იქნებოდა, მეჩეთი თუ სინაგოგა უნდა განადგურებულიყო იმ "მშვენიერ დღემდე", როცა კომუნიზმი სრულიად დაისადგურებდა. ასეთ ცრუ რწმენას, რომელსაც რელიგიას უწოდებდნენ არ უნდა არსებულიყო. არსებობდა ორი ძირითადი მეთოდი, რომელიც გზას უკვალავდა „ბედნიერ" დროს, რომლის დახმარებითაც ხალხის ოპიუმი რელიგია აღარ იქნებოდა მნიშვნელოვანი, ეს ორი მეთოდი გულისხმობდა დიადი მიზნის მიღწევას განათლებითა და პროპაგანდის საშუალებით.
პირველი მეთოდის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ კომუნისტებს შორის არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა ევოლუციონისტებიც კი ვუწოდოთ თავიანთი პროგრესული ხედვებიდან გამომდინარე.






ისინი ფიქრობდნენ, რომ ახალგაზრდა თაობის აღზრდა-განათლებით, მათში მეცნიერების სხვადასხვა დარგების დაინტერესებით, თავიდანვე მიხვდებიან, რომ ღმერთი არსებობს და ყველა მოვლენას, რომელსაც რელიგია ღვთის კანონებით ხსნის, „საბჭოთა განათლებული" ადამიანი ახსნის ფიზიკა, მათემატიკის თუ ქიმიის თეორიებით, რადგან სწამდათ რომ რელიგია ჩამორჩენილი და ბნელია, ხოლო განათლება ამ „მითების" მსხვრევაში საუკეთესო ინსტრუმენტად გამოდგებოდა. სწორედ აქდან იღებს საფუძველს აზრი მეცნიერების ათეისტობის შესახებ.
აქვე ჩნდება რელიგიის დისკვალიფიკაციის მეორე მეთოდი-პროპაგანდა, რა საკვირველია მხოლოდ განათლება ვერ მოახერხებდა რელიგიის დაკნინებას, ამის შემდეგ კი იწყება გაუთავებელი პროპაგანდა, იქმნება უღმერთოთა კავშირი, რომელიც როგორც ვახსენე ანტირელიგიური პროპაგანდის/ კაპმანიის მთავარი მაპროვოცირებელი ძალა გახლდათ, რომელმაც რბილი ძალის პოლიტიკა ჩაანაცვლა ძალადობრივი ჩარევის გზით, ანუ პირდაპირ შეზღუდა რელიგიური ჯგუფების უფლებები, საინტერესო მომენტია ასევე, როგორ უსწორდებოდნენ სამღვდელოებას, მოლებს, ანადგურებდნენ ეკლესიებს და ა.შ. აქვე გავაკეთებ მნიშვნელოვან ჩართვას, კი ვამბობთ, რომ საბჭოთა ტერორს ბევრი სამღვდელო პირი შეეწირა და ეს მართლაც ასეა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული და სრულიად განადგურებული ჯგუფი, რომელიც შეიძლება დომინანტი რელიგიებისთვის არც იყოს სერიოზულად აღსაქმელი, იყვნენ -შამანები. დრო და დრო სიტყვა „შამანი" -მ საგინებელი მნიშვნელობაც კი მიიღო, თუ კი ვინმეს ამ სიტყვას დაუძახებდნენ იგი ფაქტობრივად სიკვდილისჯილად ითვლებოდა...


მებრძოლი უღმერთოები ავრცელებდნენ სხვადასხვა შინაარსის ნარატივებს და ანტირელიგიური პროპაგანდისთვის იყენებდნენ იმ კონკრეტულ თემებს, რომლითაც ადამიანები იმყარებდნენ წარმოდგენას ღმერთის არსებობის შესახებ, ახლა კი თემატურად დაგანახებთ იმ პოსტერებს, რომლებიც საბჭოთა კავშირში ვიზუალური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ხალხის ცნობიერებაში ღრმა კვალს ტოვებდა. აქვე გამოჩნდება მეორე მომენტი, რომ განსაკუთრებული დევნა მხოლოდ ქრისტიანობის მიმართ არ ხდებოდა, არამედ სხვა რელიგიებიც არანაკლებ განიცდიდნენ ზეწოლასა და დევნას უღმერთოთა მხრიდან.


მალხაზ სონღულაშვილის — საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის მმართველობის პერიოდში ბაბტისტური ეკლესიის გადარჩენის ღვაწლი ქალების მხრებზე დგას. მაშინ როდესაც უღმერთოთა კავშირი ფიზიკურად ანადგურებდა ბაბტისტური ეკლესიის სასულიერო პირებს, ეკლესიაში ღვითმსახურებას ქალები აღავლენდნენ.
თეოლოგი, აჭარის ყოფილი მუფტი, ზურაბ ქემალ ცეცხლაძე აცხადეს, რომ მუსლიმ თემთან ბრძლისას საბჭოთა რეჟიმი და უღმერთოთა კავშირი კრძალავდა ისეთ რელიგიურ რიტუალებს, რომლებსაც თან ახლდათ საჯაროობა. აკრძალვები ითვალისწინებდა მეჩეთში ლოცვას, მსხვერპლშეწირივის რელიგიურ რიტუალს და მიცვალებულის ლოცცვების თანხლებით დაკრძალვას.
დასკვნა
რა საკვირველია რელიგია გარკვეულ კულტურულ ტრადიციებს განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი 70 წლის განმავლობაში გაუთავებლად ებრძოდა ყველა კონფესიას, მაინც ვერ მოახერხა ტრადიციაში გადასული რელიგიური ჩვევების ამოშანთვა, მაგალითად მონათვლა, ქორწინება, დაკრძალვის წესი, წინადაცვეთა და სხვა
ადამიანი იბადება თავისუფალი, ამის გამოვლინებაა კონსტიტუციის ის მუხლი, რომელიც რწმენის თავისუფლებას ეხება, ასაბჭოთა გამოცდილება გვარწმუნებს, რომ ვერანაირი ტერორი და ვერანაირი პროპაგანდა ვერ აღუდგება ადამიანის ინდივიდუალურ ნებას სწამდეს...

აბა, აღდგა ქრისტე?

,
მასწავლებელო


Learn more
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website